საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოში მიემგზავრებიან ტურისტული ან კერძო ვიზიტით, შეუძლიათ ქვეყანაში უვიზოდ შესვლა და იქ 90 დღემდე ყოფნა 180 დღიან პერიოდში. 

     მგზავრობისათვის აუცილებელია, რომ პირმა იქონიოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი და მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულმცირე 6 თვეს.

     გარდ აამისა, მგზავრებს, ისრაელის სახელმწიფო სსაზღვარზე, შეიძლება მოეთხოვოთ ჯანმრთელობის დაზღვევის, სასტუმროს ჯავშნის და ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.

     უვიზოდ  შესვლის  ნებართვა  არ  იძლევა  ისრაელის  სახელმწიფოში  მუშაობის  უფლებას.