საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება კვიპროსის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).
ვიზა გაიცემა ქ.კიევში (უკრაინის რესპუბლიკა) ან ქ.ათენში ( საბერძნეთის რესპუბლიკა) კვიპროსის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ შენგენის ხელშეკრულების წევრ ქვეყნების ერთხელ უკვე გამოყენებულ, მრავალჯერად შესვლა-გასვლის ვიზებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, დარჩნენ და ტრანზიტით გაიარონ კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორია.
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
-საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
- განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი
- სავიზო განაცხადის ფორმაhttp://www.mfa.gov.cy/mfa/Embassies/Embassy_Athens.nsf/DMLentrance_en/DMLentrance_en?OpenDocument
- 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
- კვიპროსის მოქალაქისგან მოწვევის ორიგინალი + ასლი;
-მომწვევის პასპორტის ასლი;
-მომწვევის უკანასკნელი სამი თვის ხელფასის ცნობა და მისი სამუშაო ხელშეკრულების ასლი;
-სტუდბილეთი , თუკი განმცხადებელი სწავლობს საქართველოში
-ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
-ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი;
- ბილეთის ჯავშანი;
-სასტუმროს ჯავშანი;
- განაცხადის დამუშავების საფასური;
-სამგზავრო/საემდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის(ორიგინალი და ასლი);
- იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა;
-ყველა ქართულენოვანი საბუთი ბარდება ინგლისურ თარგმანთნ ერთად და უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
სავიზო მოსაკრებელი 20 ევრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!
ქ.კიევში (უკრაინის რესპუბლიკა) კვიპროსის საელჩოს კოორდინატები:
Cypriot Consulate in Kiev, Ukraine
18/24 Dmitrivska Str.
01901Kiev, Ukraine
Telephone (+380) 44 2469884, (+380) 44 2163605
Telefax (+380) 44 2447393
E-mail conscyp@carrier.kiev.ua
ქ.ათენში (საბერძნეთის რესპუბლიკა) კვიპროსის საელჩოს საკონსულო სამსახურის კოორდინატები:
მისამართი: 16, Herodotou Str. ,Athens ,Greece ,1067
Tel.: + 30 210 3734870 + 30 210 3734870
Fax: + 30 210 3734903
E-Mail: cyemb4@otenet.gr
E-Mail: cyconsulate@cyembassy.ondsl.gr
კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი:http://www.mfa.gov.cy/mfa/mfa2006.nsf/index_en/index_en?OpenDocument
კვიპროსის რესპუბლიკის საელჩოს ვებ–გვერდი ქ.ათენში:http://www.mfa.gov.cy/mfa/Embassies/Embassy_Athens.nsf/DMLentrance_en/DMLentrance_en?OpenDocument
საგარეო საქმეთა მინისტრი

FACEBOOK

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4
5 6 7
8
9
10 11
12 13
14
15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31