“PILLIGRIM TOURS” ltd 

8- დღიანი მომლოცველობითი და დასვენებითი ჯგუფური მოგზაურობა ეგვიპტეში.
2 დღე – სინაი „ HOTEL SANT. KATERINE” 4 ****
6 დღე – შარმი „HOTEL SIERRA” 5 *****(A/I)
ძვირფასო მომლოცველებო!
იცით, რომ ჩვენმა საყვარელმა პატრიარქმა „ წმინდა მოსეს“ მწვერვალამდე ეს წმინდა გზა წმინდა მამების 
მიერ კლდეში გამოკვეთილი 3750 კიბის საფეხური ფეხშიშველმა ლოცვით აიარა?
( 2285 – მეტრი ზღვის დონიდან)
სწორედ ამ მოგზაურობის შემდეგ ჩვენმა საყვარელმა უწმინდესმა , მოგვცა კურთხევა „ შვიდგზის ლოცვებზე“
გავივლით იმ იმ გზას, რომელიც წმინდა მოსემ განვლო 
გზად შევხვდებით „სამი ჭის„ ადგილს სადაც 
წმინდა მოსემ დაიცვა მომხვდურებისაგან იაფორეს ქალიშვილები და გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე 
სებორა.
ვიხილავთ პატარა გამოქვაბულს, სადაც წმინდა ილია წინასწარმეტყველი ეფარებოდა.
ხილულად შევეხებით წმინდა მოსეს მიერ გარღვეულ კლდეს 
შევხვდებით მზის პირველი სხივის ამოსვლას მთის წვერზე. აი იქ სადაც უფალმა 10 მცენების ორი ფიქალი გადასცა წმინდა მოსეს.
(წმინდა მამების გადმოცემით იქ ასულ მომლოცველს მანამდე ჩადენილი ცოდვები მიეტევება)
და კიდევ უამრავ სასწაულებს ვიხილავთ.
ამ მოგზაურობის ფარგლებში უფლის წყალობით მოვილოცავთ წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს მონასტერს, 
მივეახლებით მის დიდ სიწმინდეებს.
მოვინახულებთ წმინდა მოსეს შეუწველ მაყვლოვანს, დავათვალიერებთ მონასტრის მუზეუმის უნიკალურ ექსპონატებს და უძველებს ხატებს.
უამრავ ქართულ საეკლესიო ნივთებსა და უძველეს
ქართულ „ბიბლიას“ ჩვენი სახელოვანი მეფეების მიერ შეწირულს ამ წმინდა მონასტრისათვის.
მოვინახულიებთ იმ სანუკვარ ადგილს სადაც ჩვენმა დიდმა წმინდა მეფემ დავით აღმაშენებელმა მონასტერს აუშენა ტაძარი.
არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მონასტრის ბიბლოითეკაში
დაცულია უამრავი უძველესი ქართული ხელნაწერები.
„ წმინდა უვერცხლოდ მკურმნალი კოზმა და დამიანეს „
მონასტერს მოვილოცავთ.
გვექნება საშუალება ვიხილოთ ის წმინდა ადგილი
სადაც წმინდა იოანე კიბის აღმწერელი მოღვაწეობდა.
ვიხილავთ წმინდა აარონის ეკლესიას.
გავემგზავრებით „ორმოცი წმინდა მოწამეთა „ მონასტერში
აქვეა „ ფირანის ოაზისი“.
ბიბლიაში ეს ადგილი მოიხსენიება, როგორც აგარის დროებითი თავშესაფარი, როდესაც მამათავარმა აბრაამა ის გააგდო სარას თხოვნით.
მესამე დღეს კი უკვე გადავინაცვლებთ საკურორტო ქალაქ შარმში.
გვექნება საშუალება გავეცნოთ ამ საინტერესო ქალაქს.
გავემგზავრებით „ წმინდა გიორგის“ მონასტერში, სადაც უამრავი წმინდანის სიწმინდეებია დაბრძანებული.
აუცილებლად გვექნება საშუალება გავეცნოთ წითელი ზღვის „წყალქვეშა მდიდარ სამყაროს“ შუშის ფსკერიანი გამჭვირვალე გემით.
სასტუმროში ყოველდღიურად დამსვენებლებისათვის ტარდება საკონცერტო პროგრამები და გასართობი ატრაქციონები.
სასტუმროს ინფრასტრუქტურა უსაზღვროდ დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს დამსვენებლებს.

გეპატიჟებით ამ ლამაზ მოგზაურობაში, სადაც გარდა ფიზიკურად დასვენებისა და გართობისა გვსურს კიდევ 
სულიერი სარგებელიც მოგაწოდოთ წმინდა ადგილების
მოლოცვითა და მონახულებით.

და ეს ყველაფერი რაც შემოგთავაზეთ , 
შესრულდება პირდაპირი ჩარტერული რეისით 
თბილისი- შარმ-ელშეიხი-თბილისი.
მოგემსახურებათ ტურისტული ავტობუსი და რუსულენოვანი გიდი.
მოვილოცავთ და დავათვალიერებთ იმ ადგილებს , რომლებიც არის ამ ჩამონათვალში.
გექნებათ სადაზღვევო სამოგზაურო პოლისი
და მთლიანი მოგზაურობის პერიოდში არ მოგაკლდებთ
ჩვენი ზრუნვა და ყურადღება.
ერთი ტურისტის საფასური იქნება 785 $ 
0162, 49a chavchavadze ave, Tbilisi, Georgia, Tel (99590) 105933, (99599) 105933, (99568) 105959, Tel/Fax (99532) 221999, klg2005@rambler.ru